ვაზაგაშვილის მკვლელობაზე უცხოეთში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლოა, პირი, ან პირთა წრე დააკავონ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე უცხოეთში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლოა, პირი, ან პირთა წრე დააკავონ , – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან დაადასტურა პროკურორის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკასა და საფრანგეთში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირის დასადგენად.
“კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას, შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტულ პირთა წრის, ან პირის დაკავება, რომლებსაც კავშირი აქვს იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან. ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე აღმოჩენილია ორი დნმ-ის კვალი, ერთი ეკუთვნის სოსანაშვილს, მეორე დნმ-ის კვალის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს მკვლელობიდან საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გია სოსანაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირსაც ეძებენ. საგამოძიებო მოქმედებები, როგორც საფრანგეთში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარეობს.
პროკურორის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა სწორედ აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ პირებთან.

banner
წინა სტატიაშიოთხი დაღუპული და ხუთი დაშავებული – ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარია მოხდა
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლო 7 თვეში საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს