ვაზაგაშვილის ახლობლები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო. შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა.

ერთმანეთში იკამათეს ბუტა რობაქის მამა სოსო რობაქიძემ და სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა კახა ნაკანმა.

კამათის შემდეგ სოსო რობაქიძემ, ბრალდებული კახა ნაკანისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს და ის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა დარბაზიდან გააძევეს.

სასამართლო სხდომა მომხდარის გამო შეფერხდა თუმცა ამ დროისთვის ბრალდების მხარე მოსამართლეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ნუსხას აცნობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ქურთების პარტიის წინააღმდეგ ტერაქტები მოხდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმს და ზოგადად აჭარის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი