ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა აღარ გაიმართება

ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა აღარ გაიმართება. მთავარმა პროკურორმა ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია დეპუტატებთან საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრა.

ოპოზიცია კი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც ყველა გახმაურებულ საქმეს გაუწევს მონიტორინგს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ უმცირესობა ამ საკითხში მმართველი გუნდის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირებაზე პარლამენტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

ოპოზიციასთან ერთად ანალოგიური მოთხოვნით პარლამენტს არასამთავრობო სექტორმა უკვე მიმართა.

იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები დღეს პროკურატურაში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს, შეხვდნენ, სადაც მათ მიიღეს პირობა, რომ იური და ზურა ვაზაგაშვილების საქმეები დროულად და ობიექტურად იქნება გამოძიებული.

დღესვე სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის მიწოდებული ინფორმაციის გამოძიება, რომელიც პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებას ეხება.

ირაკლი ფირცხალა კი ამბობს, რომ პოლიციელებზე ცრუ ჩვენების მიცემის დავალება ამ პატიმარს ქურდული სამყაროს წევრებისგან ჰქონდა.

პროკურატურამ სახალხო დამცველის მიმართვაზე საქმე უკვე აღძრა განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისი შესრულდება
შემდეგი სტატიააჭარის რეგიონში ქურდების გავლენა განსაკუტრებით იგრძნობა-გივი თარგამაძე