“თუ “ქართულმა ოცნებამ” საქმიანობა არ გამოასწორა, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მისთვის იმაზე ცუდი აღმოჩნდება, ვიდრე მათ ჰგონიათ”-აცხადებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიზე „ინერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. მისივე განცხადებით თუ კოალიცია ხელისუფლებაში კიდევ 4 წლით დარჩა, მას უკვე აღარ ეყოლება ვინმე ხელისშემშლელი და იგი ვეღარავის დააბრალებს თავის წარუმატებლობას, ვერც სააკაშვილს, ვერც კოჰაბიტაციას ან სხვა ფაქტორებს.
„ თუ კოლაიციამ წელსავე არ გამოასწორა მუშაობა, მას მომავალ არჩევნებზე არც ისეთი კარგი შედეგი ექნება, როგორც ისინი ვარაუდობენ შესაძლოა, ბევრს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვითარებიდან გამოსავალი ჰგონია, მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამეტო არჩევნები “ქართული ოცნებისთვის” დიდი ხაფანგი აღმოჩნდეს-განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შარაშენიძემ