ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში

ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში

 ვადამდელი არჩევნები საბერძნეთშისაბერძნეთში მმართველი პარტია “სირიზის” რამდენიმე ულტრამემარცხენე წევრი პარტიის დატოვებას და დამოუკიდებელი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელშიც პარლამენტის 25 დეპუტატი შევა.

გუშინ, საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა მინისტრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
ბერძნული მედიის თქმით, ახალი პარტიის სახელი იქნება “სახალხო ერთობა” და მას სათავეში ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი პანაიოტის ლაფაზანი ჩაუდგება, რომელიც აქტიურად გამოდიოდა კრედიტორებთან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ.

პარტია საბერძნეთის პარლამენტში სიდიდით მესამე იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან თეორიულად შესაძლებელია აიღოს მანდატი, იმისათვის, რომ შემდგომში მთავრობა ჩამოაყალიბოს – ამაზე “ასოშეითედ პრესი” წერს.
გასულ კვირას საერთაშორისო კრედიტორებმა საბერძნეთს 86 მილიარი ევრო გამოუყვეს უახლოესი 3 წლის მანძილზე, სამაგიეროდ, საბერძნეთმა მთელი რიგი რეფორმები უნდა გაატაროს.
კრედიტორების რეფორმების წინააღმდეგ ბევრი დეპუტატი გამოდიოდა, ისინი არაპოპულარული რეფორმების გაათრებას ითხოვდნენ.

“სირიზის” დაახლოებით 40-მა დეპუტატმა ევროსაბჭოსგან გამოყოფილი ფულის მისაღებად აუცილებელ რეფორმებზე კატეგორიული უარი თქვა, თუმცა, ციპრასმა მაინც შეძლო ოპოზიცია დაერწმუნებინა რეფორმების საჭიროებაში. გამოყოფილი ტრანშის პირველი ნაწილი, 26 მილიარი გუშინ გადაერიცხა საბერძნეთს. ის ბანკების რესტრუქტურიზაციას მოხმარდება.
საბერძნეთის ვადამდელი არჩევნები , სავარაუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა მეხის გამო მომხმარებელთა მონაცემები დაკარგა
შემდეგი სტატიარუსეთში შესაძლოა, Windows 10-ის გამოყენება აკრძალონ