ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო სხდომა 29 მაისამდე გადაიდო

ე.წ. 7 ნოემბრის საქმის ბოლო წინასასამართლო სხდომა შედგა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაცვის მხარემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, რომელზე პასუხი, ასევე დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში უკვე – არსებითი განხილვის თარიღიც ცნობილი 29 მაისს გახდება.

სახელმწიფო ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ედავება.

banner
წინა სტატიაში“არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე იყოს დამოკიდებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუშაობა” – ზაზა აბაშიძე
შემდეგი სტატიასაწვავის ფასს ახლა უკვე ნაციონალებიც აპროტესტებენ