ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა 9-თვიანი ვადა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას 5 აპრილს ეწურებოდა.

მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა ყოფილი თავდაცვის მინისტრი საპყრობილეს ვერ დატოვებს, რადგან მას სხვა საქმეებიდან გამომდინარე პატიმრობა აქვს მისჯილი.

პროცესს თავად ბაჩო ახალაია არ ესწრებოდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა 29 აპრილამდე გადადო.

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, ამ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მის ყოფილ მოადგილეს – ნიკა ძიმცეიშვილს და მეგის ქარადავას.

banner
წინა სტატიაშიუმცირესობა პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობას არ აპირებს
შემდეგი სტატიასპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე ფედერაციები განცხადებას ავრცელებენ