ე. წ. ყირიმის მთავრობა ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის განთავსებას არ გამორიცხავს

http://newsdaily.com.ua/post/806531

http://newsdaily.com.ua/post/806531ე. წ. ყირმის მთავრობა უარს არ იტყვის ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის განთავსებაზე, თუკი ამის სურვილი მოსკოვს გაუჩნდება–ამის შესახებ განაცხადა ყირიმის თვითგამოცხადებული მთავრობის ხელმძრვანელმა სერგეი აკსენევმა.
„თუკი იქნება ასეთი შეკვეთა უმაღლესი მთავარსარდლისგან, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“ – განაცხადა აკსენევმა.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა ტელეკომოანია «Рен-ТВ»-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არის ამოცანები, რომელიც შეიარაღებული ძალების წინაშე დგას… საფრთხის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც რეალურად არსებობს, ვფიქრობ, რომ ყირიმში ის სამხედრო დაჯგუფება განთავსდება, რომელიც ადეკვატურად შეძლებს უსაფრთხოების დაცვას“ – განაცხადა მანიაილომ.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას უფლება აქვს ყირიმში ატომური იარაღი განათავსოს. მისი თქმით, ყირიმი „არასდროს ყოფილა უატომო ზონა“.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა კაჩინსკის დაღუპვაში ბრალი რუსებს წაუყენა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ჰყოფნის–ირაკლი ალასანია