ე.წ. სპეცოპერაციის საქმის მოწმეების თქმით, მათ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს

ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება ეგრეთ წოდებული კორტების საქმეზე. პროცესზე უკვე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი ბონდო ფუთურიძე. მან განაცხადა, რომ 2006 წელს ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მისი მტკიცებითვე მათ მანქანში ცეცხლსასროლი იარაღი არ ქონდათ. თუმცა იყო თუ არა საკონტროლო გასროლა, ვერ ადასტურებს, იმ მოტივით რომ შეჯახების შემდეგ, გონება დაკარგა.

ჩვენება მისცა გამომძიებელმა ზურაბ ქემაშვილმაც, რომელიც 2006 წელს შემთხვევის ადგილზე ახორციელებდა საგამოძიებო მოქმედებებს. ქემაშვილის თქმით, ტყვიით დაზიანებული ავტომობილი ადგილზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მიიტანეს.

დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა საქმეში ერთ-ერთი მოწმის, ედუარდ სინდოიანის ადვოკატმა. რომლის მტკიცებითაც სინდოიანმა აღიარებითი ჩვენება 2006 წელს ზეწოლის შედეგად მისცა.

ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებებით 11 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან – ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ფირცხალავა, გვაზავა, ცააძე და ნაკანი.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება – ბაქრაძე
შემდეგი სტატია2030 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურის კლება დაფიქსირდება – ქართველი მეცნიერები