ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

მოსკოველი მსტოვრების საიდუმლო მისია

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამის შესახებ ოსური სააგენტო “რესი” ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და ე.წ სახელმწიფო სიმბოლოების ვადალიზმის ფაქტზე აღიძრა.
“სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროკურატურის ერთობლივმა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა 2015 წლის 15 ივლისს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც 14 ივლისს ინციდენტი მოხდა და აღმოაჩინა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის სახემწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობისას დამონტაჟებული საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები მოხსნილი, შეურაცხყოფილი და გადადებული იყო არხში. მის ადგილზე კი განთავსებული იყო სხვა ქვეყნის სახელმწიფო დროშა. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი ქართველმა მომიტინგეებმა 14 ივლისს განახორციელეს. აქცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა. მომიტინგეები უკაინისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, მათ ხელში ეჭირათ პროვოკაციული და ცენზურის შემცველი ბანერები და ე.წ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ” სკანიდრებდნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და რუსეთის მოსახლეობას და მთავრობებს. აქციის დროს მონაწილეების ჯგუფმა, რომელთა რიცხვიც 300-ს შეადგენდა, დემონსტრაციულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი, მიუახლოვდნენ საინფორმაციო ნიშნულს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საზღვრიდან 50 მეტრში იყო განთავსებული, შეურაცხმყოფელი ფრაზების შემცველი ნაწერები განათავსეს და შემდეგ მისი დემონტაჟი მოადინეს. მის ნაცვლად კი იმ ადგილას საქართველოს დროშა აღმართეს. ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა ბანერი საირიგაციო არხიდან ამიღო და თავის ადგილას დააბრუნა. ასევე მოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც საერთაშორისო ცერემონიალის ტრადიციის მიხედვით ქართულ მხარეს 20 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე გადაეცემა”, – ნათქვამია ე.წ სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას საჭიროდ არ მიიჩნევს
შემდეგი სტატიაციპრასმა ის მინისტრები მოხსნა, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ