ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად იომებს უკრაინის წინააღმდეგ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, მზადაა ოფიციალურად იომოს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მხარდამხარ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი.

დონეცკში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩასულმა ბიბილოვმა, სეპარატისტებისაგან სამხრეთ ოსეთის აღიარებაც მიიღო…

,,ჩვენი ქვეყნის აღიარება, არის მორიგი ნაბიჯი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებს და გაამყარებს. ეს არის ნაბიჯი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის,, განაცხადა ბიბილოვმა, რომელმაც აგრეთვე აღნიშნა, რომ ოსები მზად არიან დონეცკის რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ და ამ რეგიონში საბრძოლველად გააგზავნონ საკუთარი მებრძოლები.

ბიბილოვის განცხადებას წინ უძღოდა დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის მხრიდან თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ოსეთის რესპუბლიკების აღიარება… რასაც დონეცკის რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა ხელი. როგორც ე.წ. დადგენილების ტექსტში წერია, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მისწრაფებებიდან, სრულფასოვანი, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ. “როგორც აფხაზი, ისე ოსი ერი ძალიან ახლოსაა დონბასის ხალხთან. თავის დროზე დონბასი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღიარების ნაბიჯი გადავდგით”, – განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ 17 მაისის საქმეზე განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატები“ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს შეხვდნენ