ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რომის პაპს აღიარების საკითხზე შეხვდნენ

11052013_826249214118310_6098207935939230379_nყოფილი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების და ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი იტალიის რესპუბლიკაში მაურო მურჯია, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას რომის პაპ ფრანცისკოსთან, ოსეთის სტატუსის აღიარების საკითხზე შეხვედრის შესახებ და იმედით ელის პაპის გადაწყვეტილებას…

,,უმაღლესი პონტიფიკოსის მიერ გამოხატული კეთილი ნების საფუძველზე, ჩვენ მოგვეცა საშუალება მასთან შევხვედრის. მიუხედავად შეხვედრის მცირე დროისა, ჩვენ შევძელით მისთვის ხელში გადაგვეცა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსისა და საერთაშორისო აღიარებისაკენ მისი სამართლიანი მისწრაფების შესახებ დოკუმენტაცია. ვაცნობიერებთ რა, არსებული სიტუაცის მრავალ სირთულეს და საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც მიმართულია სამხრეთელი ოსი ხალხის ამ მისწრაფებისკენ, ჩვენ მოუთმენლად ველით წმინდა მამის სიტყვას,, აცხადებს მაურო მურჯია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?
შემდეგი სტატიაგანხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს