ე.წ. ოტო შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა

ე.წ. ოტო შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა

ე.წ. ოტო შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავაოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი, ე.წ. ოტო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ იარსებებს.
მისი შსს-დან გასვლა დაგეგმილია რეფორმის ფარგლებში, რომელიც შსს-ს გაყოფას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმას ითვალისწინებს. “ოტო” სწორედ აღნიშნული სამსახურის ფარგლებში იარსებებს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ იქნება.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის ინიციატივას იხილავს, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.
საკითხს პარლამენტს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი: სასამართლომ სტროს-კანს სუტინიორობა ვერ დაუმტკიცა
შემდეგი სტატიაგერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა