,,ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დარღვევის ბარათებზე, ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.
როგორც შსს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არავითარ შიდა მოკვლევას, ან სამსახურებრივ შემოწმებას არ ახორციელებს.
“არავითარი შიდა მოკვლევა, ან სამსახურებრივი შემოწმება არ მიმდინარეობს, კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში”, – განაცხადა მღებრიშვილმა. ჟურნალისტების კითხვას თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, მინისტრმა განმარტა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
“გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და დამნაშავე პირი გამოიკვეთება. გარწმუნებთ, რომ არავინ არავის ხელს არ დააფარებს”, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-თან დაკავშირებული საკითხი ბიურომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ ჩასვა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ხედავს