ე.წ. “კორტების სპეცოპერაციის” მორიგი სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ხმაურით მიმდინარეობს ე.წ. “კორტების სპეცოპერაციის” მორიგი სასამართლო სხდომა ამ წუთებში. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის თანმხლები პირი- ბონდო ფუთურიძე დაიკითხა. ფუთურიძეს შეკითხვები ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამაც დაუსვა- იცნობს თუ არა და შეხვადრია თუ არა ის, ქურდული სამყაროს წევრებს, მათ შორის ჯეკო მამოიანს და თუ შეხვედრია ხუბულოვთან ერთად, რომელთანაც მეგობრობდა. ფირცხალავას ამ შეკითხვამ დარბაზში პროკურორების და დაზარალებულების ახლობლების პროტესტი და ხმაური გამოწვია. რაც შეეხება ფუთურიძის პასუხს, მან განაცხადა, რომ მამოიანს ერთხელ შეხვედრია.

დარბაზში ხმაურის დროს იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც, რომელმაც ბრალდებულებს მიმართა, რომ “ქურდული სამყარო პოლიციისგან არის შექმნილი და პილიცია ქურდებთან შეკრულია”.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაზარალებულის ახლობლებს მოუწოდა, მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით და განხილვების მათ გარეშე გაგრძელებით დაემუქრა. მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბრალდებულებსაც და მოუწოდა, ნუ დასვამენ მაპროვოცირებელ შეკითხვებს. ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო იხილავს სპეცოპერაციის საქმეს და მოწმეებს საქმესთან კავშირში მყოფი შეკითხვები უნდა დაესვათ.
სხდომაზე დღესვე, დაიკითხა ახმედ მამედოვი, რომელიც ძველი ხელისუფლების პირობებში გამოძიების ინფორმაციით ის პირია, ვის დაყაჩაღებასაც ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გეგმავდნენ. მოწმემ თქვა, რომ პოლიციაში დაიბარეს და უთხეს, რომ მისგან 30 ათასის წაღებას გეგმავდნენ. თუმცა, მამედოვმა აღნიშნა, რომ ეს თანხა არ გააჩნდა. ამ წუთებში სასამართლო თვითმხილველ მოწმეს კითხავს.

banner
წინა სტატიაშიმსხვილ სავაჭრო ობიექტებში რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ საინფორმაციო ვიდეო-რგოლების ტრანსლირება იწყება