ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გადაიდო-ალასანიას პირველი კომენტარი

alasania

ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 15 აპრილამდე გადაიდო.

როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მოსამართლემ პროცესის გადადების მიზეზად მტკიცებულებების ნუსხაში არსებული ტექნიკური უზუსტობები დაასახელა და მხარეებს მის გამოსაწორებლად ვადა 15 აპრილამდე მისცა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

“უდანაშაულო ხალხი კიდევ გააგრძელებენ 15 დღის განმავლობაში ციხეში ყოფნას. ეს არის ჩრდილო კორეის საუკეთესო ტრადიციაში გაეკთებული, რომ საქმე ზოგადად გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს მაშინ მიაწებებენ ამა თუ იმ ბრალს. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალაიან დამაზიანებელია ჩრდილო კორეული სტილი საქმის წარმოების”-განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო
შემდეგი სტატიასტამბულში ერდოგანის პარტიის ოფისზე თავდასხმა მოხდა