ე.წ. კაბელების საქმეზე პროცესი დაიწყო – რა არ დაუკმაყოფილეს დაცვის მხარეს სასამართლოში?

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე უარის თქმით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა და მოითხოვეს პროკურორების ლევან ბაჩიაშვილისა და ზვიად გუბელაძის აცილება იმ მოტივით, რომ, მათი თქმით, საქმეებში მოწმეების ჩვენებები ერთმანეთის იდენტურია.

დაცვის მხარემ პროკურორების მოწმის სახით დაკითხვაც მოითხოვა.

ბრალდებამ კი აღნიშნულ შუამდგომლობას უსაფუძვლო უწოდა, რის შემდეგაც მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესს ხუთივე ბრალდებული, მათი ოჯახის წევრები და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები ესწრებიან.

არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

banner
წინა სტატიაში„იმედი მაქვს, ივანიშვილის პირად პატიმრებს დღეს სასამართლო გაათავისუფლებს,”
შემდეგი სტატიაბიზნესმენი ჯონი გიგანი დაკითხვაზე იმყოფება