ე.წ.ისლამური სახელმწიფო ამერიკელი მძევლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ე.წ.ისლამური სახელმწიფო მათი ერთ-ერთი მძევლის, ამერიკელი კაილა მიულერის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ექსტრემისტების ცნობით, ისლამისტების მძევალი იორდანიის ავიაციის მიერ სირიაში იმ შენობის დაბომბვის დროს დაიღუპა, რომელშიც ის ჰყავდათ დატყვევებული. თუმცა, “როიტერის” ცნობით, იორდანიის მთავრობის წარმომადგენლები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ.
გავრცელებულ ცნობას ჯერ არც ვაშინგტონი ადასტურებს. თავად ამერიკელი მძევლის მშობლები კი შვილთან დაკავშირებას ითხოვენ, ვინაიდან სჯერათ, რომ ის ცოცხალია.
26 წლის კაილა მიულერი სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად თურქეთ-სირიის საზღვარზე 2012 წელს ჩავიდა, სადაც ის ისლამისტებმა დაატყვევეს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადაკავება ქრთამის აღებისთვის