ე.წ. ელიავას ბაზრობასთან მეხანძრეები დღესაც მუშაობენ

ე.წ. ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ხანძრის ტერიტორიაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ.  ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია რიგითი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც. მათივე თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. ცოტა ხნის წინ ტერიტორია სახანძრო სამსახურის მანქანამ დატოვა.
მაშველებმა გუშინ დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა იდენტიფიცირება ადგილზე ვერ მოხერხდა. გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულებს, ასეთი სულ 5 ადამიანია, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრეა, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მაშველმაც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო
შემდეგი სტატიაქართული ღვინის ხარისხით რუსეთის სანიტარული სამსახური ისევ უკმაყოფილოა