ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სიკვდილით დასჯის კანონის მიღებას აპირებს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, “რესპუბლიკაში” სიკვდილით დასჯის კანონს მიიღებენ.

“დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილის დასჯის კანონს მივიღებთ”, – განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
გუშინ, ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სახლებს ჩამოართმევს მათ, ვინც რესპუბლიკიდან გარბის.

ალექსანდრე ზახარჩენკოს თქმით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კიევთან ყველა სახის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წყვეტს.

banner
წინა სტატიაშიშსს პოლიციელების დაჭრაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს ეძებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა