ექსტრემისტული ქსელი აბუ ხამზადან კუაშამდე

ABU2ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ის ცნობით 32 წლის შერიფ კუაში ალჟირელი ჯემალ ბეგალის მოსწავლე იყო, რომელიც მან ციხეში გაიცნო. ბეგალმა დაზვერვის სხვადასხვა სამსახურის მონაცემებით რიჩარდ რიდი „დაავერბოვკა“, რომელმაც ბოტასებში ჩამალული ბომბით თვითმფრინავის აფეთქება სცადა. ასევე დიდი ზეგავლენა იქონია ზაკარია მუსაურზე (ე.წ. „მე-20 გამტაცებელი“), რომელიც თავის მხრივ აბუ ხამზას თაყვანისმცემელი იყო.
ბეგალი ისეთი რადიკალური მოქმედებებით გამოირჩეოდა, რომ როგორც გამოძიების დოკუმენტებშია ნათქვამი, თვითონ ჰუსამა ბენ ლადენიც კი აღშფოთებული და ამბობდა, რომ ის ყველა ზღვარს გადასცდა.
Daily Telegraph-ი ერთი ალჟირელის სიტყვებს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ დაჯგუფების წევრებს საკუთარი მამის მოკლაც კი შეეძლოთ თუკი მას ნახავდნენ რომ სიგარეტს ეწეოდა ან ალკოჰოლს სვამდა.
ბეგალი ამაყობდა, რომ ჯიჰადური ქსელი შექმნა გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. 2001 წელს ის საფრანგეთში დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, რომელიც საფრანგეთში აშშ-ს საელჩოს აფეთქებას აპირებდა და 10 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ციხეში ის შერიფ კუაშთან დამეგობრდა, რომელიც თავის მხრივ ერაყელი ჯიჰადისტების მხარდაჭერისთვის იხდიდა სასჯელს. ისინი განთავისუფლების შემდეგაც მეგობრობდნენ. 2010 წლის აპრილში დაკვირვების ჯგუფმა დაასურათა მათი ფეხბურთის თამაში საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სხვა ისლამისტებთან ერთად, რომელთაც ტერორიზმისთვის ჰქონდათ სასჯელი მოხდილი.
აბუ ხამზას გარდა ბეგალი თავის სულიერ მამად თვლიდა იორდანელ ექსტრემისტს აბუ კატადუს, რომელიც 1990-იან წლებში ევროპაში ოპერაცია „ალ-ქაიდას“ სულიერ ლიდერად ითვლებოდა და 2013 წელს უკან, იორდანიაში იქნა ექსტრადირებული.
გასულ კვირას საფრანგეთში მომხდარი ფაქტი აბუ კატადის და აბუ ხამზას ნაწილია- წერს Daily Telegraph.
აბუ ხამზას საქმემ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ნიუ -იორკის პროცესზე. ცხადია, არა იმიტომ რომ ბრალდებული ჭაღარათმიანი, ცალი თვალით უსინათლო და ორივე ხელით ამპუტირებულია.
ფიქრობდნენ, რომ მასზე, პროფესიით ინჟინერზე დიდი გავლენა იქონია ავღანეთის კომპანიამ 1980 წელს, როცა ის საბჭოთა არმიის მხარეს იბრძოდა, თუმცა როგორც მან ერთ-ერთ პროცესზე თავად განაცხადა, მისი ბედი პაკისტანში შემთხვევითმა აფეთქებამ გადაწყვიტა, სადაც ის ინჟინერად მუშაობდა მშენებლობაზე.
პარასკევს ნიუ-იორკში გამართულ სასამართლოზე ხამზას ჩვენებები, რომელიც მან ფიცის ქვეშ მისცა, მის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, როგორც ცრუ ჩვენება. ასევე, მან თქვა, რომ მას უყვარს ბინ ლადენი. ერთთვინი პროცესის შემდეგ აბუ ხამზა 11 მუხლით ცნეს ბრალდებული და მეორედ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.
1998 წლის 28 დეკემბერს აბუ ხამზამ იემენში 16 ტურისტზე საგზაო შეტევა განხორციელდა და ისინი მძევალდ აიყვანა. მეორე დღეს იემენის არმიამ ტურისტების დახსნის ოპერაცია ჩაატარა. გამტაცებლები ისროდნენ და ტურისტებს ფარად იყენებდნენ. შედეგად ოთხი მძევალი გარდაიცვალა და რამდენიმე მძიმედ დაიჭრა.
როგორც პროკურატურამ აღნიშნა, ტურისტების აყვანამდე აბუ ხამზა აფრთხილებდა „უწმინდურებს“, რომ არ შემოსულიყვნენ იემენში. მძევლად აყვანამდე 5 დღით ადრე იემენის მთავრობამ აბუ ხამზას მომხრეები დაიჭირა. მძევლებს ხამზამ უთხრა, რომ მისი მიზანი დაჭერილი თანამებრძოლების განთავისუფლება იყო.
ხამზე გიდთან იყო შეკრული და თავდასხმამდე მეჩეთში ერთ-ერთ ახლობელთან თქვა, რომ ისლამის თანახმად ტურისტების ტყვედ აყვანა წმინდა საქმეა და რომ ის მოქმედებას დაიწყებდა მაშინათვე, როგორც კი ტურისტები იემენში შემოვიდოდნენ, და რომ მათ მანამდე დააკავებდა, სანამ მის თანამებრძოლებს რა გაუშვებდა მთავრობა.
მოსამართლე ფორესტმა აბუ ხამზას 100 წელი ბრალდების სხვა მუხლებიდამ გამომდინარეც მიუსაჯა, მათ შორის იყო ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკის შექმნის მცდელობა.
თავის უკანასკნელ სიტყვაში აბუ ხამზამ, რომელიც 2012 წელს იქნა ექსტრადირებული ლონდონიდან, გაიმეორა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის წუხდა დიაბეტზე, კბილებზე და სხვა ავადმყოფობებზე და მოითხოვა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
მოსამართლემ თქვა, რომ საკითს აშშ-ს ციხეების სამმართველო გადაწყვეტს.
მოსამართლემ განსასჯელის მოქმედებებს ბარბაროსული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 2 ბავშვი მოიწამლა
შემდეგი სტატიასენაკში დაპირისპირება ღრმავდება