ექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?ექსპრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ოპოზიცია საკუთარ როლს უაღრესად ცუდად და უხეშად ასრულებს.
შესაბამისი პოზიცია ივანიშვილმა გადაცემა “კვირის 20/30”-ში დააფიქსირა , სადაც მიწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ოპოზიციის საქმიანობაა.
“ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკა აქვს პროფესიად. მათი ვალდებულება მხოლოდ მთავრობის კრიტიკა და ლანძღვა არ არის. მათ უნდა იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. მთავრობის ოპოზიციონერობა ქვეყნის ოპოზიციონერობაში არ უნდა გადავიდეს. მათ მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს მათი ქვეყანაა და უნდა ჰქონდეთ ვალდებულების განცდა, იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე. შესაბამისად, მარტო გინებით, ლანძღვით და ყვირილით ეს არ კეთდება. მათ უნდა გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები, არგუმენტირებულად შემოიტანონ იმაზე უკეთესი, რასაც მთავრობა აკეთებს. რაც კარგი კეთდება, ამას მხარი უნდა დაუჭირონ და აღიარონ, რომ ეს კარგია. ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციას აქვს უდიდესი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე აზრით, ოპოზიცია “ძალიან ცუდ მდგომარეობაშია”. “მე რომ ქვეყნის მტრად დამასახელებ, ან სხვას, ვისაც მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ეს მართლა საოცრებაა”, – დასძინა ივანიშვილმა. ექსპრემიერ მინისტრი იმასაც ამბობს, რომ დღეს დემოკრატიით ყველაზე კარგად ოპოზიცია სარგებლობს.
ოპოზიციის საქმიანობის შეფასების გარდა, “კვირის 20/30”-ში განხილვის კიდევ ერთი თემა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება “ნულს ქვემოთ იყო და თუკი რაიმე უფლების დარღვევა შეიძლებოდა, ყველა ირღვეოდა”. ამ კონტექსტში ივანიშვილმა ისიც განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტული მანქანა იმდენად კარგად მუშაობს და ქვეყნის გარეთ იმდენად არაობიექტური ინფორმაცია გადის, რომ მთავრობას უჭირს იმის ახსნა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ორი საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლებიდან 70 წელს აღნიშნავენ
შემდეგი სტატიანორვეგია როგოზინის შპიცბერგენზე ვიზიტით აღშფოთებულია