ექსპერტმა დასკვნა 1 დღეში 2 დოკუმენტის საფუძველზე მოამზადა – R2 საქმის განხილვა

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში. სადაც საქმეში ერთადერთი მოწმე იკითხება. საუბარია სამხარაულის ბიუროს ექსპერტზე, რომელმაც 2006 წლის მდგომარეობით ტელეკომპანიის ღირებულება შეაფასა.

სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი ამბობს, რომ როდესაც ის ექსპერტიზას ატარებდა არ დაინტერესებულა დოკუმენტების სანდოობით. ასევე ის ამბობს, რომ 8 სახის დოკუმენტი მოითხოვა თუმცა ხალვაშის იურისტებმა მხოლოდ 2 მიუტანეს.

კითხვაზე თუ არ იყო სავალდებულო დანარჩენი 6 დოკუმენტი რატომ მოითხოვა ან შემდეგ ექსპერტიზა რატომ ჩაატარა მოწმემ განაცხადა, რომ რომ მოეთხოვა მაინც არ მოიტანდნენო. მოწმემ რუსთავ2-ის იურისტების კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა არასრული დოკუმენტების გამო მას ექსერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა აღნიშნა, რომ კი მას შეეძლო ეთქვა უარი მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

მოწმე შოთა ივანაშვილი ამბობს, რომ 10 დღის ვადაში მას უნდა დაეწერა დასკვნა, თუმცა მან ეს ერთ დღეში გააკეთა.

ამასთან ექსპერტი ივანაშვილს არ აქვს პასუხი დაადგინა თუ არა რუსთავი2-ის საბაზრო ღირებულება.

დაკითხვის შემდეგ მხარეებს დასკვნითი სიტყვისა და რეპლიკების წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ, რის შემდეგაც პროცედურა მოსამართლის სათათბირო ოთახში, გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას ითვალისწინებს. არსებობს მოლოდინი რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე
შემდეგი სტატია„ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია“