ექსპერტიზის ბიუროში ნგრევისას დაღუპული ორი ადამიანის ექსპერტიზა დასრულდა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გამოთვლითი მათემატიკის ინსიტუტის შენობის ნგრევისას დაღუპული ორი ადამიანის ექსპერტიზა დასრულდა. ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც სამხარაულის ბიუროსთან იმყოფებოდა, შეატყობინეს, რომ გარდაცვლილებს შორის მისი მეუღლეა.

ასევე, ობიექტზე მომუშავე პირების ახლობლებს ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელმა პირად საუბარში განუცხადა, რომ დასრულებულია კიდევ ორი გარდაცვლილის ექსპერტიზა, ცოტა ხანში დაიწყება მესამე ცხედრის ექსპერტიზა. უახლოეს ხანებში სამხარაულის ბიუროში მიასვენებენ იმ 18 წლის ახალგაზრდასაც, რომელიც ნგრევის შედეგად დაშავდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დადგენილია თუ არა ყველა მათგანის ვინაობა, ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქართული მაფია საბერძნეთში გავლენას ზრდის