ექსპერტები: ,,კრასნოგორსკელი მსროლელ,, გიორგაძეს თავი არ მოუკლავს…

amiran-giorgadze-1-1რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის დამსახურებულმა იურისტმა იური იშენკომ, ,,კრასნოგორსკელ მსროლელად,, წოდებულ ქართული წარმოშობის ბიზნესმენ  ამირან გიორგაძის თვითმკვლელობაში ეჭვი შეიტანა…

,,რაც მე ვნახე, იქიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ გარდაცვლილის სხეულის ძალიან არაბუნებრივი მდგომარეობის სურათია… ჩემი პროფესიული გამოცდილება მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ხელი პისტოლეტით, მას შემდეგ რაც მან გაისროლა საკუთარ სახეზე, ასე მშვიდად არ უნდა იდოს მუცელთან… თან გასროლის შემდეგ სხეული აუტანელ ტკივილს გრძნობს, რაც მის ასე გაწონასწორებულ მდგომარეობაში ყოფნას გამორიცხავს,, აცხადებს იშენკო…

ამავე დროს იური იშენკოს საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილ გიორგაძეს მარჯვენა ხელში ერთი პისტოლეტი ეჭირა და მარცხენ ხელში – მეორე… კიდევ ერთი ფაქტი, რაც საეჭვოდ მიაჩნია იშენკოს არის ის, რომ გიორგაძის ჯიბეში რუსულ პასპორტთან ერთად საზღვარგარეთის პასპორტიც ედო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გიორგაძე გაქცევას აპირებდა და არა მთვითმკვლელობას.

მოსკოვის იურისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ ტოლმაჩევის მიერ იმავე ტელეარხზე გაკეთებული განცხადებით,  ის დარწმუნებული იყო რომ გიორგაძე მოკლავდნენ და ამას მისი რომელიღაც თანამზრახველი გააკეთებდა, რათა არანაირი სასამართლო და სისხლის სამართლის საქმეთა განხილვები არ მომხდარიყო…. რაც შეეხება გარდაცვლილი გიორგაძის ფოტოების განთავსებას ინსტაგრამში, რაც რუსეთის შსს-ს მინისტრის თანაშემწემ ელენა ალექსეევამ გააკეთა, ტოლმაჩევის აზრით ეს უკანონო ქმედება იყო და ის დარწმუნებულია, რომ ალექსეევას დასჯიან და გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ამირან გიორგაძე, რუსი ჩინოვნიკებისა და ქართველი ბიზნესპარტნიორის მკვლელობის გამო რამდენიმე დღე იძებნებოდა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკახა ბექაური: საქართველოში მედიაპლურალიზმისთვის ყველაზე ლიბერალური გარემოა მთელს ევროპაში
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციაზე ალაპარაკდა…