ექსკლუზივი–გზა ორლარიანი გაიშნიკობიდან მოტივირებულ პოლიციელობამდე – განუკითხაობა ტვირთის გადაზიდვებში!

გზა ორლარიანი გაიშნიკობიდან მოტივირებულ პოლიციელობამდე - განუკითხაობა ტვირთის გადაზიდვებში!

განუკითხაობა თუ შემთხვევითობა, არაპროფესიონალიზმი თუ „ლიცენზირებული ყაჩაღობა“? ფაქტები, რომელზედაც ბევრი საუბრობს „ჩუმად“ და „ხმამაღლა“ ვერ ამტკიცებს! პოლიციელი რეკეტიორი თუ პოლიციელი კანონის დამცველი? რა ხდება „უჩინარი“ ბიზნესის კულუარებში? ჯარიმა – ბიუჯეტის შევსების ერთადერთი „ასკოლკა“, რომელიც ნაციონალური ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით ერგო მეოცნებე ხელისუფლებას, თუ ჯარიმა – კანონის დაცვის ერთადერთი მექანიზმი! თემა, რომელიც წესით ყველას უნდა აწუხებდეს, მაგრამ აწუხებს მხოლოდ იმათ ვისაც უშუალოდ ეხებათ.
წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ფაქტი და თავად გააკეთეთ დასკვნა: არის თუ არა ხელისუფლება, რომელიც ვანო მერაბიშვილის ტალღაზე გვიმტკიცებს, რომ „მოტივირებული პოლიციელი“ გვიცავს ჩვენც და კანონსაც, „ლაკმუსის ქაღალდი“ კარგად დავიწყებული „ორლარიანი გაიშნიკის“ ბიუჯეტის არაკანონიერად შევსების საქმეში?!

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა
საქართველოში არსებული ტვირთის გადაზიდვის კომპანიები მათ მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად და სრულიად გააზრებულად ხდება კომპანიების მანქანების დაჯარიმება. ისინი ჩივიან – საქართველოში არ არსებობს უწყება, რომელიც დაინტერესდება ამ საკითხით და მათ უფლებებს დაიცავს.
კომპანიები გადაზიდვების სიტემაში განუკითხაობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არასამართლიანი ჯარიმების გამოწერა უკვე ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ფორმა გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, შესაბამისი უწყებებიც დაინტერესებული არიან! საფუძველი – არასწორი ჯარიმების გამოწერა გაღარიბებული სახელმწიფოში შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა.

«ბოლო შემთხვევა ასეთი იყო: ექვსი მანქანა დაიტვირთა . ერთ-ერთი მანაქანა თელეთის “ტეკზე” გააჩერეს, სადაც საპატრულო პოლციის შენობასთან. მე ჩემი მაქანების წონა ზეპირად ვიცი, პირველად არ ვაკეთებ ამ საქმეს და ტვირთიც წონით დამაქვს. მანქანის დასაშვები წონა ტვირთიანად 41 ტონაა» – ყვება ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც საავტომობილო ტვირთების გადაზიდვას აწარმოებს სხვადასხვა ქვეყანაში. მისი თქმით, პატრულმა მანქანა გააჩერა და აწონა. აღმოჩნდა, რომ მას ერთ-ერთ ღერძზე ზედმეტი წონა ქონდა, მაგრამ 2 000 ლარით მთლიანი მანქანის დაჯარიმება მოხდა, როგორც 4 ტონით ზედმეტი ტვირთის გადამზიდავის.

“მძღოლი კატეგორიუალ არ დაეთახმა მათ და დამიკავშირდა. ტელეფონით საუბრისას მას ვუთხარი, ჯარიმისთვის ხელი არ მოეწერა. ნახევარ საათში მივედი და მოვითხოვე ახსნა –განმარტება. მანახეს ქვითარი. მოვითხოვე მანქანის ხელმეორედ აწონვა. რაზეც მიპასუხეს, ამის უფლება არ გვაქვსო. მოვითხოვე მანქანის ადგილზე გაჩერება, რომ დამენიშნა ექსპერტიზა. საპატრულო პოლიციამ გამომიცხადა, მანქანას აქ არ გაგაჩერებინებთ, სადაც გინდა იქ წაიყვანეო . მე რომ მანქანა ათი მეტრით გამეწია, ჩემს სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი – მერე გედავებიან, ტვირთი დაცალეო» – გვიყვება კომპანიის დირექტორი. მისი თქმით, მან გენერალურ ინსპექციაში დარეკა და შექმნილ მდგომარეობაში სიმართლის დადგენაში დახამარება ითხოვა. გენინსპექციამ უპასუხა, რომ ისინი მხოლოდ პატრულის მხრიდან არსებულ გადაცდომებზე მუშაობენ, და რომ წონის პრობლემის განსაზღვრა მათ პრაქტიკაში არ ჰქონიათ.
«როგორც კი პრეტენზია გამოვთქვი სასწორის სისწორეზე და დავუშვი,რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც აწონა ტვირთი, არაკვალიფიცირებული იყო ამ საკითხში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩემს თვალწინ მაშინათვე აიღეს სასწორი, ააწყვეს თავისი აპარატურით და სადენებით და შეიტანეს ოთახში” – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაემუქრა – დღეს თუ არა სხვა დროს მის მანქანას მაინც დააჯარიმებდა: «რატომ მემუქრები-მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა, იმიტომ რომ თვითნებურად გაქვს გადაკეტებული მანქანის მისაბმელიო. გადაკეთებული მისაბმელისთვის მე ორწლიანი ე.წ ტირ- სერთიფიკატი მაქვს აღებული. მერე მითხრეს, სადაც გინდა იქ იჩივლე. საერთოდ არ გვაინტერესებს შენი მანქანის წონა და გაიყვანე მანქანაო. დიდი პროცედურების შემდეგ მივედი ლინცეზირებულ ტექდათვალიერების ბიუროში. აღმოჩდა, რომ მანქანა არის 36 და არა 44 ტონა. ესე იგი რა გამოდის? თელეთი ე.წ ტეკზე 8 ტონით მეტი ამიწონეს” – ყვება დაზარალებული კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის თქმით, ანალოგიური შემთხვევები მრავლადაა, მაგრამ მძღოლები ფაქტებს ვერ ამტკიცებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ბიბისის ჟურნალისტებს სანქციები მოუხსნა
შემდეგი სტატია“რა თამაშიც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, არის ორლესული მახვილი” – გიგი უგულავას კომენტარი პროცესის დაწყებამდე