ექსკლუზივი–აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს

აკარმარა-მიტოვებული ტყვარჩელიოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართველის მკვლელობა მოხდა. ტყვარჩელში ნაპოვნია 39 წლის რობერტ ზაქარაიას გვამი. მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი – სამი თავის და ოთხი გულის არეში. როგორც ირკვევა, აფხაზები არ აძლევენ მოკლულის ოჯახს ცხედრის გადმოსვენების უფლებას და თავად აპირებენ მის ადგილზე დასაფლავებას. როგორც “თაიმერისთვის”გახდა ცნობილი, რობერტ ზაქარაია წარმოშობით ოჩამჩირედანაა და აფხაზეთში ნათესავებთან იყო ჩასული. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი. რობერტ ზაქარიას ოჯახი ამჟამად წყალტუბოში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიშაშკინი – საგზაო კოლაფსზე მერიის რეაქცია არის უსინდისობის, უნამუსობის და იდიოტიზმის აპოთეოზი
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვა სირიაში გასაიდუმლოებული რუსული სამხედრო ბაზის ფოტოებს აქვეყნებს…