ექსკლუზივი:ერთი მესიჯის ისტორია და ჯაშუშობის ბრალდებით მოსახდელი 6 წელი

ეკატერინე ხარებავა 2013 წელს 2008 წლის გაზაფხულზე საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო საქართველოს სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს სოჭში.
მას სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა აღნიშნული ბრალისთვის.
Timer.ge-მ შეძლო მის ადვოკატს ლეონიდ ერჩენკოს გასაუბრებოდა.

393709_170246396404647_663880711_n

– საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხარებავას ჯაშუშობაში ედება ბრალი რუსეთის წინააღმდეგ. რამდენად სწორად არის კვალიფიცირებული ეს მუხლი მის წინააღმდეგ?
– ჩემი აზრით ეკატერინე ხარებავას მოქმედება სისხლის სამართლის ჯაშუშობის მუხლს არ გულისხმობს, რომელიც რუსეთის ფედერაციის 276-ე მუხლის სისხლის სამართლის კოდექსით არის კვალიფიცირებული. ამორალური საციელი მისი მხრიდან, ალბათ კი! მაგრამ არა ჯაშუშობა – საქართველოს სამხედრო უწყებებისათვის სახელმწიფო საიდუმლოს გადაცემა, რომელზეც ხარებავას წარმოდგენაც კი არა აქვს რას ნიშნავს. ორი გასული სასამართლო პროცესის მიუხედავად, პირველ და სააპელაციო ინსტანციაში, სამხედრო ექსპერტების წარმომადგენლის დაკითხვისას მირებული პასუხების მიუხედავად, დღემდე ვერაფრით ვხვდები, რატომ და რა მეთოდით, თავდაპირველად არასაიდუმლო ჩვენებები და დოკუმენტები, ანუ, საიდუმლო გრიფის არ მქონე დოკუმენტები, ერთ საათში საიდუმლო როგორ გახდა! ამასთანავე, ამ მოქმედებას (სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ) შავი ზღვის სანაპიროზე ათასობით ადამიანი აკვირდებოდა და ხედავდა. რატომღაც ამ მომენტში რუსეთის სახელმწიფომ არ მიიღო არანაირი ღონისძიება, რომ ეს გადაადგილება კონსპირაციული იყოფილიყო (გაესაიდუმლოებინა), ანუ, როგორღაც გარშემომყოფთათვის დაემალა. ახლა კი, 5 წელზე მეტი ხნის შემდეგ ეს გადაადგილება რატომღაც საიდუმლო ხდება.

– რა ჩვენებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე რომ დაამტკიცოს, რომ ქალბატონმა ხარებავამ
ქართულ სამხედრო სტრუქტურებს ინფორმაცია მიაწოდა რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ.
– აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკატერინე ხარებავამ მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა ნომერზე, რომლის პატრონი ქართულ სპეცსამსახურში მუშაობდა. ამ შეტყობინებაში მოცემულია ინფორმაცია რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ. ჩემი აზრით, ეს ელექტრონული შეტყობინება არ არის იმის მტკიცებულება, რომ ქართულ ძალოვანებს მიეწოდა რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რადგანაც ის არაკანონიერად არის მიღებული. რუსეთის კანონმდებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებების , სმს-ების კონტროლს ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლო დადგენილების თანახმად, რაც საქმეში არ დევს. სისხლის სამართლის საქმეში არის A4 ფორმატის ქაღალდზე ამობეჭდილი ტექსტი, სადაც სასამართლო დადგენილება წერია, თითქოს ხარებავას მობილურზე კონტროლის გაცემის შეასხებ. ოღონდ, ამ ტექსტში არ არის მოსამართლის გვარი, რომელმაც ხარებავას ტელეფონიდან ინფორმაციების მიღების შესახებ ნება დართო, არც ბეჭედია და არც სასამართლოს წარმომადგენლის ხელმოწერა, რომლითაც შეიძლება დავადგინოთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არსებობდა. რუსეთის კანონმდებლობით, ასეთ დოკუმენტს მტკიცებულებითი ხასიათი არა აქვს, მაგრამ ეტყობა, ეს მხოლოდ ადვოკატებისთვის და არა გამომძიებლებისთვის, პროკურორისა და სასამართლოსთვის.
– თუკი ძალოვანი, რომელსაც ინფორმაცია მიაწოდა ხარებავამ, არის მისი ქმარი ან შვილი, ჩაითვლება თუ არა რომ მან ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებს მიაწოდა?
– რუსეთის კანონმდებლობით, თუკი სამხედრო სტრუქტურის წარმომადგენელი არის ქმარი ან შვილი, მათთვის გადაცემული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეცავს, კანონმდებლობით იმ შემთხვევაში ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად – დასჯად ჯაშუშობად, თუკი ამ პირმა იცოდა, რომ მისი ქმარი ან შვილი სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში მუსაობს, მეორე- პირი აღიარებს, რომ გადასცემს ქმარს ან შვილს ზუსტად სახელმწიფო საიდუმლოს შემცელ ფაქტებს და არ უყვება უბრალოდ, რომ მან ნახა სამხედრო ადამიანი ან ტანკი, რომელებიც სახელმწიფო საზღვრისკენ მიემართებოდნენ.
– ქალბატონი ხარებავას მიერ მესიჯი 5 წლის წინ 2008 წელს გაიგზავნა. ის 2013 წელს დააკავეს. ამ შეტყობინების გარდა ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულებები აქვს ხარებავას წინააღმდეგ?
– არა, ამ მესიჯის გარდა სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს ასევე მისი აღიარება, რომ მან იცოდა რომ შეტყობინება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი იყო, რის შესახებაც მან სინამდვილეში არაფერი იცოდა.
– იყო თუ არა მოცემულ საქმეში რაიმე ფორმით ქართული მხარე ჩართული?
– არა.
– აპელაციის უფლების გარეშე განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქართულ მხარეს ექნება თუ არა უფლება ხარებავას ექსტრადაცია მოითხოვოს?
– ეს საერთაშორისო სამართლის ნაწილია. სამწუხაროდ, ამ თემის შესწავლის გარეშე კვალიფიციურ პასუხს ვერ გაგცემთ, მაპატიეთ.

 

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი ქართული ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიანემცოვის გარდაცვალებიდან 40 დღე ( პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია )