ექიმი – ბესო ხარძიანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებისა და სისხლის დიდი დანაკარგის გამო გარდაიცვალა

ექიმი - ბესო ხარძიანი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებისა და სისხლის დიდი დანაკარგის გამო გარდაიცვალა

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრის ექიმმა ოთარ დიხამინჯიამ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების და სისხლის დიდი დანაკარგის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი.
გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაცვლილის ახლობლები ამ დრომდე იმყოფებიან, რამდენიმე წუთის წინ ადგილზე საგამოძიებო პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშიბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიაუდესიანების პირველი კომენტარი