საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავღანეთის ქალაქ კურდუზში ხანგრძლივი სროლების შედეგად სამი თანამშრომელი დაიღუპა.
ჯერჯერობით ასევე უცნობია, სად იმყოფებიან ორგანიზაციის დანარჩენი 30 მუშაკი.
ნატოში განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
კუნდუზას პროვინციაში დაახლოებით ერთი კვირაა სროლები მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პროვინცია და მისი დედაქალაქი “თალიბანმა” დაიპყრო.
ავღანურმა არმიამ ქალაქის დიდი ნაწილის გათავისუფლება შეძლო, მაგრამ თალიბები მაინც რა ნებდებიან.