,,ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი მომავალია”- ასოციაცია ჰერა XXI-მ ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული” ჩაატარა

26 სექტემბერს კონტრაცეფციის და 28 სექტემბერს ლეგალურ, უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ინიციატივით ,,რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული” ჩატარდა. კვირეული დევიზით: ,,ეს შენი ცხოვრებაა, ეს შენი მომავალია” წარიმართა.

კვირეულის ფარგლებში ასოციაციის თანასწორ-განმანათლებლებმა თბილისის სამი უმაღლესი სასწავლებლის (თსუ, სამედიცინო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტუდენტებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ანალოგიური აქცია გაიმართა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტშიც.

asotsiatsia_hera_50889.jpg1

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით თემატური სესიები ჩატარდა ხობის რაიონსა და ქალაქ სენაკში კომპაქტურად ჩასახლებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.

წეროვანსა და თბილისის ზღვაზე ჩასახლებულ დევნილებს კი ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ექიმი – რეპროდუქტოლოგი ეწვია. საინფორმაციო შინაარსის შეხვედრის გარდა, ექიმმა დევნილებს პირადი, მაღალკვალიფიციური, უფასო კონსულტაციებიც გაუწია.

hera

კვირეულის ფარგლებში ასოციაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არაფორმალური განათლებისთვის შედგენილი, ადაპტირებული სახელმძღვანელოს – ,,ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში” პრეზენტაცია გამართა.

სახელმძღვანელო ფსიქოსექსუალური განათლების, სქესობრივი, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებს შეიცავს.

asotsiatsia_hera_50889

იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონებში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით მწირი ინფორმაციაა, კვირეულის ფარგლებში აქტიურად იყო გამოყენებული ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებები.

12 ოქტომბერს კი სასტუმრო ,,რუმსში” ასოციაცია ,,მრგვალი მაგიდის” ჩატარებას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ,,რეპროდუქციული უფლებები და მათი რეალიზაციის გარანტიები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით” – მიმოხილვა.

ასოციაცია „ჰერა XXI“, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე თითქმის 20 წელია მუშაობს, კვირეულის ტრადიციად დამკვიდრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს
შემდეგი სტატიაევროკავშირს ტერორისტების სიაში რუსეთის ექვსი მოქალაქე ჰყავს