“ეს უკვე ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა” – ნიკა გვარამია

nika gvaramiaრუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ და იურისტებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს კომპანიის ირგვლივ შექმნილი ვითარება გააცნეს.

არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, მათ დიპლომატებს დეტალურად მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც 3 წლის განმავლობაში კომპანიის წინააღმდეგ ხდებოდა.

“ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ ეს უკვე ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა და იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2-ს შეექმნება პრობლემები ამ გადაწყვეტილების გამო, რუსთავი 2 არ იქნება ერთადერთი, სხვა ოპოზიციური არხები იქნებიან რიგში და საქართველოში მედია პლურალიზმი არ იქნება. ხოლო ამის გარეშე, 2016 წლის არჩევნები, როგორც არ უნდა ჩატარდეს, ის ვერ შეფასდება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად,” – განმარტა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიჟვანიას დაცვის უფროსი: არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭვიც კი იმაში რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს
შემდეგი სტატიაძალოსანი ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა