“ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ” – პროკურორი ჟვანიას დაცვის წევრებზე საუბრობს

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშლაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის პროკურორმა რეზო ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვით გამოსვლისას აღნიშა, რომ ბრალდებულები დამნაშავეები არიან და ისინი უნდა დაისაჯონ.

პროკურორმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობა ვერ აღდგება.

„მათ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება. ერთხელ რომ კაცი მოიტყუება იმ კაცის სიტყვას ფასი აქვს? ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა რეზო ნადოიმ.

მისი თქმით, 2005 წელის 2 თებერვალს ზურაბ ჟვანია მიიყვანეს საეჭვო ბინაში, რაშიც მონაწილეობდნენ ხარშილაძე და ძაძამია, რომლებმაც დაცვის გარეშე დატოვეს დასაცავი ობიექტი.

ნადოის თქმით, მაღალი თანამდებობის პირი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება.

მისი თქმით, ბრალდებულებმა დაარღვიეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი. ასევე, დაარღვიეს დაცვითი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაცვის წევრს ეკრძალება დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე მიტოვება.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი უმრავლესობას მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ, თუკი ოპოზიცია კვორუმის საკითხს პოლიტიკურად გამოიყენებს
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია: ზურაბ ჟვანია პირველ რიგში იყო ადამიანი და კობა ხარშილაძის მეგობარი