„ეს იყო საკმაოდ წარმატებული სიტყვით გამოსვლა“ – ნიუ იორკში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ იორკში, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, ქართული დელეგაციის წევრებმა, იქ დამსწრე პოლიტოლოგებმა და ანალიტიკოსებმა შეაფასეს.

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის შეფასებით, რუსეთის აგრესიის ფონზე მნიშვნელოვანია ყველა ტიპის ფორმატი გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ საქართველოს დღის წესრიგი იყოს წინ წამოწეული საერთაშორისო ასპარეზზე.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა ფორმატი, ეს იქნება ღია თუ დახურული, ასეთი ტიპის გამოსვლები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს დღის წესრიგი იყოს წინ წამოწეული საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის ასეთი აგრესიის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უკრაინის წინაშე,“ – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით, დასავლეთი მუდმივად უნდა გრძნობდეს თანადგომის საჭიროებას, სანამ რუსეთს აგრესიული და რთული პოლიტიკა აქვს.

„ეს იყო საკმაოდ წარმატებული სიტყვით გამოსვლა,“ – ასე შეფასა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჟურნალისტმა ტომას გრემიმ.

ჟურნალისტის თქმით, ამოცანა რთულია, რადგან საუბარია პატარა ქვეყანაზე, რომელიც დაივიწყეს რაღაც დროის შემდეგ.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში სირიასა და უკრაინაში ხდება, ხოლო საქართველო რჩება ყურადღების მიღმა, თუმცა, აუცილებელია საქართველო ამ განხილვების ნაწილი იყო“ – განაცხადა ტომას გრემიმ.

ექპერტის დევიდ ფილიპსის თქმით, კი სანამ მოსკოვში მოქმედი რეჟიმია ქვეყნის სათავეში, მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია.

banner
წინა სტატიაშიდუშეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შემდეგი სტატიაშსს-მ თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნა