,,ეს იქნება პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი”– ასეულობით ზუგდიდელი ეპარქიასთან შეიკრიბა

 

,,ეს იქნება პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი"– ასეულობით ზუგდიდელი ეპარქიასთან შეიკრიბაამ წუთებში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის რეზიდენციასთან ზუგდიდელი მრევლი იკრიბება. ადგილზე უკვე ასეულობით ადამიანია შეკრებილი. ისინი მეუფე გერასიმესთან შეხვედრას ელოდებიან.

სავარაუდოდ მეუფე გერასიმე მათ პატრიარქთან შეხვედრის დეტალებს გააცნობს.

მრევლი ღვთისმშობლის კვართის ხობისა და ფოთის ეპარქიაში ერთი დღით გადაბრძანებას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ რომ პატრიაქრი შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც აცხადებენ რომ ზუგდიდლები თანახმანი არიან 21 სექტემბერს ღვთისმშობლის კვართი ხობში გადააბრძანონ.

როგორც ,,თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება სწორედ მეუფე გერასიმესთან შეხვედრის შემდეგ გაირკევა როგორ იმოქმედებს მრევლი 21 სექტემბერს.

“ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ბოლომდე დავდგებით ჩვენს აზრზე, რომ ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდის ტერიტორიას არც ერთი წუთით არ დატოვებს. ეს იქნება პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი და ამას ხალხი არ დაუშვებს. ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე და ბოლომდე ვიცავთ მას. ფარად დავუდგებით და კბილებით დავიცავთ ჩვენს პოზიციას. ღვთისმშობლის შესამოსელი ზუგდიდს არ დატოვებს, ამის პირობას ყველა ზუგდიდელი დებს”– განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

,,ეს იქნება პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი"– ასეულობით ზუგდიდელი ეპარქიასთან შეიკრიბა

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატია“დაცვის მხარე როგორც ამბობს დასკვნა ერთი წინადადება არისო, ეს არ არის სიმართლე”