,,ეს არ ყოფილა ჩვენი ქართული ოცნება”–ინაშვილი სპეც. უბნებზე

მუხროვანის ჯარისკაცებისთვის გახსნილ უჯარმაში მდებარე სპეც უბანზე კომენტარი გააკეთა ,,პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა. მისი თქმით ამ უბანზე, არჩევნებში მონაწილე 546 ჯარისკაციდან მხოლოდ 25–ია საგარეჯოელი.
,,თავად ჯარისკაცებსაც აქვთ კითხვები: ,,მე ზუგდიდელი, მე მესტიელი, მე ბორჯომელი რატომ ვიღებ საგარეჯოს მაჟორიტარის არჩევნებში მონაწილეობას?!” ეს რომ პროპორციული არჩევნები იყოს კიდევ მესმის. უწყებათშორის კომისიის სხდომაზე ნათლად ითქვა,რომ მხოლოდ 25 ჯარისკაცი იყო საგარეჯოდან. დღეს კი ირკვევა რომ 546ია. ჩვენ არ ვამბობთ,რომ სამხდროებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ასე სწრაფად არ უნდა იცვლებოდეს დისლოკაციის ადგილები და ჯარისკაცების რაოდენობა. ეს პირდაპირ აჩენს ეჭვს, რომ თავადაცვის მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც ისდაც აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ხმების დასაგროვებლად მიზნად აქვს ჯარისკაცების გამოყენება. სწორედ ეს არ მოგვწონდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ეს არ ყოფილა ჩვენი ,,ქართული ოცნება”–განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამოტანილი განაჩენი პროკურატურის ბრალდების პირდაპირ გადმოტანა იყო
შემდეგი სტატიამშვიდობით ეგვიპტე, მშვიდობით სიცოცხლე – airbus 321 მგზავრების ფოტოები