“ეს არ იყო საუკეთესო ღამე ჩემ ცხოვრებაში”

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ აცხადებს, რომ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

“ეს არ იყო საუკეთესო ღამე ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ცეცხლის შეწყვეტის ჩათვლით, რომელიც 15 თებერვალს უნდა ამოქმედდეს”,-განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან კიევს არ აქვს სურვილი, შეთანხმდეს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან აღმოსავლეთ უკრაინაში.

პუტინმა აღნიშნა, რომ მომავალში, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაში“გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები თავდაცვაში პრემიერის ფავორიტმა მინისტრმა დაასაქმა”
შემდეგი სტატიამინსკის მოლაპარაკება დასრულდა – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა