ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება,”-ასე ეხმაურება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საბანკო ზედამხედველობის სამსახურს მუშაობა დროებით შეუჩერდა.

“ეს არ არის სამყაროს დასასრული, ლარის კურსზე ცუდად არ აისახება. რა გონიათ ამ გადაწყეტილების ავტორებს მოახდენენ დესტაბილიზაციას? ისე არ იქნება, როგორც მათ უნდათ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით მიიღო. ჯერ პრეზიდენტმა დაადო ვეტო ახლა სასამართლომ. მე ადრეც ვთქვი, რომ ეს პოლიტიკურ ძალებს შორის წყალგამყოფი იქნებათქო და ახლაც ვიმეორებ. რატომ მოხდა ამის შეჩერება ? ჯერ საქმიანობაც არ დაუწყია, რა შედეგს მოიტანდა ასეთს, რომ გააჩერეს?”- აცხადებს თამაზ მეჭიაური.

banner
წინა სტატიაშიეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება ის, რომ კვლავ ეროვნული ბანკი გააგრძელებს თავისი საქმიანობის შესრულებას
შემდეგი სტატიაგაზპრომი ის კომპანიაა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ