“ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი”- პრემიერის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება. სხდომას, მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებიან. მხარეები შეხვედრაზე გარემოზე გავლენის მქონე ძირითად გამოწვევებსა და კერძო სექტორის განვითაერების შემდგომი ხელშეწყობის გზებს განიხილავენ.

„ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დღეს ვმართავთ პირველ სხდომას. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით მთავრობამ საინვესტიციო საბჭო შექმნა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს დაეხმარება მთავრობას ასევე ინვესტორებს, ბიზნესმენებს, არასმთავრობო სექტორს, რომ გავცვალოთ იდეები, მოსაზრებები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, რომ მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები და კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდეს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ამ საკითხში ჩართულობისთვის, მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა დ აშშ-ს საელჩოების წარმომადგენლებს.

ცნობისთვის ინვესტროერთა საბჭო 2015 წლის მაისში დაფუძნდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბატმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ევროპის სახალხო პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდებს- საგანგებო მიმართვა
შემდეგი სტატია“ეს ადამიანები არიან გამგებლები, გემგებლების მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები”- წიკლაური ღარიბაშვილს მიმართავს