ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება ის, რომ კვლავ ეროვნული ბანკი გააგრძელებს თავისი საქმიანობის შესრულებას

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

abashidzeფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “სწორს” და “სამართლიანს” უწოდებს.

“ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება ის, რომ კვლავ ეროვნული ბანკი გააგრძელებს თავისი საქმიანობის შესრულებას, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა განსაზღვრული. ეს არის სწორი, სამართლიანი და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდით ჩვენ და ელოდა საზოგადოება. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებამ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ცალკე შექმნით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მინდა, ყველა იმ ადამიანს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ვინც ამ თემაზე მუშაობდა პარლამენტში, პარლამენტს გარეთ და აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე მარტივად არ არის ყველაფერი, როგორც წარმოუდგენია ხელისუფლებას, რომელიც თავის თავზე ირგებს უამრავ გადაწყვეტილებას. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ამას ძალიან სერიოზულ რევიზიას უკეთებენ. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებას თავად საზოგადოებაც გაუკეთებს რევიზიას, როცა ამის დრო მოვა ანუ არჩევნებზე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესს შეაჩერებს
შემდეგი სტატიაეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება