„ეს არის ძალიან რთული რეგიონი, რომელსაც უყურებს პუტინი როგორც თავისი გეგმის ნაწილს,”-სააკაშვილი ოდესაზე საუბრობს

საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორის კაბინეტი უკვე დაიკავა და მიუხედავად კვირა დღისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც გამათა. საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოდესაში რეფორმები ძალიან მკაცრი და მტკივნეული იქნება. სუსტი თანამშრომლები თანამდებობებს დატოვებენ ახლების შერჩევა კი კონკურსის გზით მოხდება.

„ეს არის ძალიან რთული რეგიონი, რომელსაც უყურებს პუტინი როგორც თავისი გეგმის ნაწილს, რომელსაც ქვია ნოვორასია. მე ვიცე-პრემიერობაზე ვთქვი უარი, ასევე უარი ვთქვი ანტიკორუფციულ სამსახურში, მაგრამ მე გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას დავთანხმდი. ოდესა არის ცოცხალი რეგიონი წარმოუდგენელი პოტენციალის მქონე. ოდესაში არის 5 დიდი პორტი და 19 ქალაქი. 5-ივე პორტი ყველა ქართულ პორტზე დიდია,“- აცახდებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი მონაცემებით, ბრალდებულმა თავი მოიკლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი “ნაციონალებიდან” წასულ პოლიტიკოსებზე – ზოგი წავა, ზოგი მოვა