ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა-ეკა ბესელია

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

xurvaletiხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადმოწეული ე.წ. საზღვარი მათ დამატებით საფრთხეს უქმნის, იზრდება მოსახლეობის გატაცების რისკებიც. საოკუპაციო ხაზთან არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს მოსახლეობის და ჟურნალისტების უსაფრთხოებას შს სამინისტროს თანამშრომლები იცავენ.

სტრატეგიული ობიექტი ბაქო-სუფსის მილსადენი შეასაძლოა საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდეს, რომლის ნაწილი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის.

“ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა,”- ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ბესელია ფიქრობს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს.

“იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასეთი უკანონო ქმედების დროს გამოყენებული უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტები, ეს გამოიღებს შედეგს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა და საერთშორისო ნორმების დარღვევა,”- აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიბოსნიის პრეზიდენტმა ბაკირ იზეტბეგოვიჩმა გუშინ სერბეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა
შემდეგი სტატია“უუნარო მთავრობა,” “ოლიგარქო წადი”