„ეს არის ტრაგიკული შედეგი 2008 წლის ომისა,” – ზურაბ აბაშიძე რუსეთის განცხადებაზე საუბრობს

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საოკუპაციო საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებთ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ 2008 წლის შემდეგ ახალ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დარჩა.

„ეს არის ტრაგიკული შედეგი 2008 წლის ომისა, რაშიც წინა ხელისუფლებას საუბედუროდ უარყოფითი წვლილი მიუძღვის. მივეცით მას საბაბი, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კარასინმა დონდუას ე.წ. საზღვრის საკითხებზე სასაუბროდ არაღიარებული რეჟიმისკენ მიუთითა. მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ ბანერები ცხინვალის ტერიტორიაზე დგას.

პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება. ქართული მხარე სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხის მწვავედ დაყენებას აპირებს.

banner
წინა სტატიაში„10 კილომეტრი იქნება თუ 10 მეტრი ჩვენ მკაცრი განცხადება უნდა გავაკეთოთ,” – თედო ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაგლდანში დაზიანებულ კორპუსთან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო