„ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის და მომავალი თაობისთვის“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

ეს განცხადება მან სპორტული კომპლექსის ოფიციალურად გახსნის შემდეგ გააკეთა.

„საქართველოში პირვცელად გაიხსნა ასეთი დიდი მნიშვნელობის სპორტული კომპლექსი. მინდა მადლობა ვუთხრა ოლიმპიური კომიტეტის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში. 18 თვეში მომზადდა ეს პროექტი. მადლობა თბილისის მერს, სპორტის სამინისტროს. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის და მომავალი თაობისთვის. ეს უბანი არის ეკოლოგიურად სუფთა და მოლოდინი მაქვს, რომ ამ უბნის მიმართ ინტერესი გაათმაგდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სპორტული კომპლექსი დიღმის ტერიტორიაზე გაიხსნა, რომელშიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი გაიმართება. ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიმაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარში იმყოფებოდა
შემდეგი სტატია„2 500-მდე სტუდენტი, ყოველწლიურად კურსებს გაივლის “