“ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ხორციელდება,”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

“ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ხორციელდება,”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ რუსეთის ქმედებები არის პროვოკაციული.

“ეს ინციდენტი არ უნდა იყოს ცალკე აღებული ერთეული პროვოკაცია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პროცესზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, წინააღმდეგ,” – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

პრეზიდენტის მრჩეველს აინტერესებს ისიც, თუ რატომ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების დაძაბვა რუსულ-ქართული მოლაპარაკებების წინ.

“რატომ, მაინცდამაინც, ხდება ამ პროცესების ესკალაცია და მსგავსი ინციდენტები სწორედ ქართულ რუსული შეხვედრების მორიგი რაუნდის წინ, როდესაც რომელიმე მხარე რეალურად განწყობილია რაღაც შეთანხმებებისკენ და როდესაც მას სურს რაღაც საკითხის მოგვარება, რთულად დასაშვებია, რომ ხორციელდებოდეს იმ ტიპის ქმედებები რომელიც ძაბავს ვითარებას ორ ქვეყანას შორის, არამედ ახდენს ვითარების ესკალაციას მთელს რეგიონში,”- აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

banner
წინა სტატიაშირუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრაფარეტების უკან, საბჭოთა კავშირისდროინდელი საზღვრისკენ გადაწევა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭო მუშაობას გორში იწყებს