ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
“რუსთავი 2-თან” სატელეფონო ინტერვიუში დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ის 2011 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყანა დიდი ხნით არ დაუტოვებია, 4 იანვარს კი ის საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა და სასწავლო კურსის დასრულებამდე ჩამოსვლას არ აპირებს.
„ბრალი სასაცილოდაც არ მყოფნის. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.