ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი ბიზნეს გარემო–გიორგი ბარამიძე

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობსTBC ბანკის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ბიზნესს მიეცეს საქართველოში საქმის კეთების საშუალება–სოცილაურ ქსელ ფეისბუქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა

ქვეყანაში წამყვანი ბანკის თანამფლობელი და ერთ ერთი წარმატებული ბიზნესმენი, ივანიშვილის მიერ შექმნილ ბიზნეს გარემოს შესახებ, ასეთ რამეს რომ ამბობს, ეს კიდევ ერთი დასტურია ქვეყნის ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგდებისა.
დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ ბიზნესი კი არ გათავისუფლდა (ადრე გადაცდომებიც და დანაშაულიც ხდებოდა), არამედ ნეგატიური რაც იყო არ გამოსწორდა და მათ კიდევ ახალი, ხელოვნურად შექმნილი, პრობლემები დაემატა– წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

 

შეგახსენებთ, რომ TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, “ბიზნესს მიეცეს საქართველოში საქმის კეთების საშუალება”. ამის შესახებ ხაზარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ჩართვისას განაცხადა.

“მინდა, ყველას მოვუწოდო, ვთხოვო პოლიტიკოსებს, რომ ბიზნესს მიეცეთ საშუალება საქართველოში საქმის კეთების. იმიტომ რომ ეს ფონი არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ამ ფონზე არ ვითარდება არათუ ბიზნესი, ყვავილიც კი დაჭკნება” – თქვა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, TBC ბანკის დამფუძნებელმა ელისო კილაძესაც უპასუხა, რომელმაც რუსთავი 2-ის ეთერშივე განაცხადა, რომ შესაძლოა, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე მამუკა ხაზარაძის ლიკვიდაციას გეგმავდეს.

“ეს მოწოდებები მიუთითებს ქვეყნის მდგომარეობაზე. ტელევიზორით რომ მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ანუ ვერ ვართ მთლად კარგ მდგომარეობაში. არანაირი დამატებითი ზომების მიღებას არ ვაპირებ, ამ მდგომარეობიდანაც გამოვა ეს ქვეყანა” – განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ არ სურს შალვა აბულაძის ლიკვიდაცია მოხდეს.

“შევუერთდები იმ განცხადებებს, რომ ბრალდებული დარჩეს ცოცხალი და აგოს პასუხი კანონის წინაშე” – თქვა TBC ბანკის დამფუძნებელმა.

შალვა აბულაძის შეფასებითვე, “ნამდვილად ვერ ვგრძნობთ ჩვენ თავს დაცულად. არ იგულისხმება აქ უკვე კრიმინალური სიტუაცია, არამედ, თვითონ ის ფონი, რომელიც შეიქმნა… როცა ადამიანებს შეუძლიათ, კალმითაც და სიტყვითაც გაილაშქრონ და პასუხი არ მოეთხოვოთ, ეს დაუცველობაა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. იმიტომ, რომ ღირსება არის ის უპირველესი რამ, რომელიც უნდა იქნას დაცული კანონმდებლობით. დღევანდელი კანონმდებლობა კი, სამწუხაროდ, არ იცავს ადამიანის ღირსებას ცრუ ბრალდებებისგან”. მამუკა ხაზარაძემ სტუდიაში მყოფ დეპუტატებს – მანანა კობახიძეს და პავლე კუბლაშვილს მიმართა, გადახედონ კანონმდებლობას.

“არ შეიძლება, ერთი წელი ამტკიცო სასამართლოში ის, რაც არ გაგიკეთებია, შემდეგ მოიგო სასამართლო და იმ სუბიექტმა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ცილს გწამებდა და რომელმაც წააგო სასამართლო, გააგრძელოს აღვირახსნილი კამპანია” – თქვა ხაზარაძემ გაზეთ ასავალ-დასავალზე.

banner
წინა სტატიაშიმედიაკავშირი „ობიექტივი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძემ საკუთარ დას საადვოკატო ბიურო დაუწვა