საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, სევდია უგრეხელიძე, აცხადებს, რომ უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„ამ მომენტიდან მისი გათავისუფლებიდან თავის შეკავება არის ხელისუფლების ძალიან დიდი ნაბიჯებით სვლა ყოველგვარი საერთაშორისო ნორმის დარღვევის მიმართულებით, ეს არის დასავლური სტანდარტების სახეში შეფურთხება,“-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.