“ეს არის არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად დაგეგმილი ბიუჯეტი,“ – ვიქტორ დოლიძე

პარლამენტარები საბოლოოდ აჯერებენ პოზიციებს წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება და შემდეგ ის პრალამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესების წევრები დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს.

“ალბათ 300-დან 500 მილიონი ლარის ფარგლებში მოხდება კორექტირება,“ – ვარაუდობს ზურაბ ტყემალაძე.

საკუთარი მოთხოვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციასაც. ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი და ვარაუდობენ, რომ ცვლილებები შეეხება, როგორც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ, ასევე ჯანდაცვის ხარჯებსაც. მათი თქმით, პასუხისმგებლობა ყველაფერზე მთავრობამ უნდა აიღოს.

“ფული მეტი ჭირდებათ სამინისტროებს და რეალურად მთავრობა აკეთებს სეკვესტრს,” – აცხადებს გიგი წერეთელი.

თავისუფალ დემოკრატებისთვის გაუგებარია ვინ დაგეგმა 5 პროცენტიანი ზრდა, მაშინ როდესაც ასეთი სირთულეები იყო მოსალოდნელი.

“ეს არის არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად დაგეგმილი ბიუჯეტი,“ – განაცხადა ვიქტოე დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი სასამრთლოში დაბარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადის ამოწურვამდე პოსტის დატოვებას არ აპირებს