ეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება–ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს“მთავრობაში ანეგდოტური ვითარებაა,”- ეს განცხადება გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, თოქშოუ არჩევანში საუბრისას გააკეთა. 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მინისტრების საქციელი პატარა ბავშვების ქცევას ჰგავს, რომლებსაც ხან კბილი სტკივათ და ხან დედა ენატრებათ. 

“ანეგდოტური ვითარებაა მთავრობაში. მინისტრები პატარა ბავშვებივით არიან, ხან დედა ენატრებათ, ხან – მეუღლე, ხან კბილი სტკივათ. ეს ანეგდოტური ვითარებაა. ეს სხვებისთვის ჩვენთვის კი სატირელია. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს იმაზე, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე. მისივე  შეფასებით, ეკონომიკაზე გავლენა შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოახდინა. მისი თქმით, “როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ ქვეყანა კულუარებიდან, სრულიად გაუგებარი – შუასაუკუნეობრივი ფეოდალური მექანიზმებით იმართება და ადგილი აქვს შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას, ეს მასზე გავლენას ახდენს.
“დიახ, ქვეყანაში არის ეკონომიური კრიზისი, არის ფინანსური კრიზისი. არ გამოვრიცხავ გარე ფაქტორების ზემოქმედებას, უდავოდ იყო ეროვნული ბანკის დაგვიანების ფაქტორი, მაგრამ ეს მეორადი ფაქტორია და არა პირველადი. პირველად ფაქტორად ვიტყოდი იმას, რომ დღეს ქვყენაში არის გაცილებით ფართო – უმძიმესი, ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც თავის მხრივ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ეს არის აბსოლუტურად უუნარო ხელისუფლება, არის დაპირისპირება ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის, დაპირისპირება თავად გუნდის შიგნით, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი ეპოქის ნოე, ყაჩაღ ოლიგარქი–შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პარტიების ,,რეფორმატორები’’, ,,თავისუფალი საქართველო’’, ქდმ–ის ერთობლივი განცხადება თბილისის მერიის მიმართ